ნანული სარაჯიშვილი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარია, რომლის დღევანდელი თემაც ასაკია.
მსახიობმა ახალგაზრდობაში მომხდარი სახალისო ისტორია გაიხსენა, რომელიც სწორედ ასაკს უკავშირდება.
„ამასწინათ ცუდად გავხდი სასწრაფო მოვიდა და ასაკი მკითხეს რამდენი ჩავწეროთო და მე ვუპასუხე – რა შენი საქმეა მეთქი. ასე ვგრძნობ თავს მგონია რომ ისევ პატარა და 12 წლის ვარ. კუს ტბიდან მოვდივარ ნავარჯიშები ვთინეიჯერობ ჯინსები მაცვია და ვიღაც ბებომ დამიძახა მანანა მანანაო. მგონია რომ გზაზე გადაყვანა უნდა, გამოვდე ხელი და მეუბნება არა მეც მანანა მქვიაო.
ძალიან სასიამოვნოა და მეთქი. ვფიქრობ რა უნდა. მივხვდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა. შენი ხათრით დამარქვეს მანანაო და ფილმი რომ გამოვიდა მაშინ დავიბადეო. ჩავირტყი თავში ხელი. წარმოვიდგინე ამ ქალზე 12 წლით უფროსი ვარ“, – ამბობს ნანული სარაჯიშვილი.