LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შესანიშნავი ახალი ჰიტი! დარწმუნებული ვარ, უმოკლეს დროში გაჰიტდება და პოპულარული გახდება“ – დათო გომართელის სიმღერის პრემიერა

281
დათო გომართელი

30 დეკემბერს მომღერალ დათო გომართელის ახალი სიმღერისა და მასზე გადაღებული ვიდეორგოლის პრემიერა შედგა.

სიმღერის სახელწოდებაა „ჯერ არა“. კლიპის იდეა და ქორეოგრაფია კი ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის.

აღნიშნულ კომპოზიციას სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმიანება „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია.

„შესანიშნავი ახალი ჰიტი. შესანიშნავი ვიდეოკლიპი. დათო გომართელმა არაერთი ძველი, მივიწყებული ქართული თუ უცხოური ჰიტი სკივრიდან ამოიღო, „გააბრილიანტა“ [ციტატა მარინა ბერიძის], ახლებური სიცოცხლე აჩუქა და თავიდან შეაყვარა ქართველ მსმენელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

წინასაახალწლოდ დათომ საკუთარ მსმენელებს არაჩვეულებრივი სიურპრიზი გაუკეთა, თავის მრავალრიცხოვან ჰიტებს კიდევ ერთი ჰიტი შემატა.

მან „ბრავო რექორდსში“ ჩაწერილ და ქართული ფოლკით შეზავებულ [არანჟირება უნიჭიერეს დავით მალაზონიას ეკუთვნის], ცნობილი ბრაზილიელი კომპოზიტორის, ივან ლინსის სიმღერის ძალიან გემოვნებიანად და ხარიხიანად გაკეთებულ ქავერზე გადაღებული არაჩვეულებრივი, სახალისო და სანახაობრივი კლიპი გამოუშვა. თავად კლიპის იდეა და უმაგრესი ქორეოგრაფია უნიჭიერეს ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის.

დარწმუნებული ვარ, ეს ქავერი უმოკლეს დროში გაჰიტდება და პოპულარული გახდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მსმენელებს შორის.

გილოცავ ძმაო, ჯორჯ ბენსონის ქავერს გადაუჯოკრე.

Alex Berdz – როგორც ყოველთვის, Very Well Done“ – წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g