LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯაბა დიასამიძის ჩვენებას ულამაზესი მაკა ასათიანი დედასთან, ლუიზა თავართქილაძესთან ერთად დაესწრო

11092
მაკა ასათიანი

მაკა ასათიანი დედასთან ლუიზა თავართქილაძესთან ერთად გამოჩნდა. დედა-შვილი შეუდარებლად გამოიყურება.

ულამაზესი მაკა დედასთან, ერთად ჯაბა დიასამიძის ჩვენებას დაესწრო.

ჩვენებაზე მისული მაკა ასათიანის და ლუიზა თავართქილაძის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, „ფეისბუქის” მომხმარებლები დედა-შვილის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ:

ულამაზესი გენეტიკა აქვთ…

მაკა ასათიანი ქალი რომელიც დააჯილდოვა სამყარომ სილამაზით ხიბლით და მშვენიერებით.

მრავალი წლებით ამ სილამაზით…

რა ლამაზი დედიკო ყოლია მაკას მოვიხიბლე…

მიყვარს ლამაზი, დახვეწილი, გემოვნებიანი ქალბატონები👛🌸

აა ქალი დედააა…ეს ყოფილა ქალი დედაა…

ხშირად ამის ვიდეოები არ შეიძლებაა…რა მოძრაობები აქვს დავეცი”- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

„თბილისის კულტურის კვირეული” Factory Tbilisi-ში 9-12 მაისს იმართება

ცნობისთვის, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება „თბილისის კულტურის კვირეული” Factory Tbilisi-ში 9-12 მაისს გაიმართება. თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაქმნილი ყოფილი „კოკა-კოლას“ ქარხანა კიდევ ერთხელ უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას. Factory Tbilisi-ს დანიშნულება თანამედროვე ქართული და საერთაშორისო კულტურის პოპულარიზაციაში ზუსტად ეხმიანება
Culture Week Tbilisi-ის კონცეფციას. კვირეული ფართო აუდიტორიისთვის 12 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს ვიზიტორებს. „თბილისის კულტურის კვირეულის“ წლევანდელი სეზონი ეძღვნება ევროპის დღეებს და მიზნად ისახავს ქართული ისტორიის და ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.


Culture Week Tbilisi, აერთიანებს ხელოვანებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, კინორეჟისორებს, ასევე პრესის და ხელოვნების სფეროს გავლენიან წარმომადგენლებს. 50-მდე საერთაშორისო სტუმარი, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, კვირეულის გასაშუქებლად ეწვივნენ – Forbes USA, The Guardian, SouthChina Morning Post, Washington Post, Elle Japan, madame Figaro Japan, GQ Japan. ამასთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ქართველი და საერთაშორისო არტისტების
ნამუშევრები, კურირებული გამოფენები და უკეთესად გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, დაესწრონ კინოჩვენებებს, კონცერტებს და მრავალფეროვან პროგრამას.
„თბილისის კულტურის კვირეულში“ წელს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტი მონაწილეობს. მათი ნამუშევარი Factory Tbilisi-ს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში იქნება წარდგენილი.


„Culture Week Tbilisi“- ს პარტნიორები არიან: Coca-Cola, McDonald’s საქართველო, m², Mastercard, SOLO, PSP, Uber Black, Caparol, Aptos, Zoommer, Philip Martin’s Georgia, The Makeup Institute Georgia.

მაკა ასათიანი

✨ჯაბა დიასამიძის ჩვენებას ულამაზესი მაკა ასათიანი დედასთან, ლუიზა თავართქილაძესთან ერთად დაესწრო 🎥ფორტუნა

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 10 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები