„რუსთავი 2“-ის მუსიკალური გადაცემის „გული მღერის“ გასული ეპიზოდიც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოირჩეოდა.
გადაცემას სტუმრობდნენ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებელი მომღერლები და ანსამბლები, რომლებმაც ახალი კომპოზიციები შეასრულეს.
მსმენელს ახალი დუეტი შესთავაზეს პაატა გულიაშვილმა, „ქსოვრელებმა“ და ანსამბლმა „ლომისმა“, მათ იმღერეს „გნახავ და გულში ჩაგიკრავ”, რომელმაც მსმენელისგან უამრავი დადებითი შეფასება მიიღო:
„საუკეთესო სიმღერა საუკეთესო შემსრულებლებით“, „თქვენი ყველა სიმღერა არაჩვეულებრივია თქვენი ლამაზი ხმებით“, „შეუდარებლები ხართ“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.