LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შევვარდებოდი ოთახში, დავხედავდი ბავშვს, ხომ სწორად სძინავს და მივხვდი, რომ გავაფრინე როგორც ბაბუამ“ – როგორ შეცვალა პატარამ ჯოხაძეების ოჯახი

769
2025-06-12_00-24-51_482221

მომღერალ ანრი ჯოხაძის დას, მაგდა ჯოხაძეს შვილიშვილი შეეძინა, რომელსაც დანიელი დაარქვეს.

გუშინ საზეიმო ვითარებაში უსაყვარლესი ბიჭუნას ნათლობაც შედგა.

გადაცემაში „პრაიმშოუ“ ჯოხაძეები საუბრობენ, თუ როგორ შეცვალა მათი ცხოვრება პატარა ბიჭუნას დაბადებამ.

„ჩვენი ოჯახის მდგომარეობა შეიცვალა წამებში, როდესაც დანიელი მოგვევლინა, თვე-ნახევრით ადრე და აღმოჩნდა, რომ ამ სახლში მხოლოდ ბებიები და ბაბუები ვცხოვრობთ. ეს ყველაზე სასიამოვნო სტატუსია, რაც აქამდე მქონია.

რუსუდანის როგორც დიდი ბებია უკვე მოკრძალებით ვესაუბრებით, ბოლომდე გაინაღდა სახლში მატრიარქატი. მე აღმოვაჩინე, რომ თუ ადრე ღამეები სიმღერის და მუსიკის გამო გამეთენებინა, ახლა რამდენიმე დღე შევვარდებოდი ოთახში, დავხედავდი ბავშვს ხომ სწორად სძინავს და მივხვდი, რომ გავაფრინე როგორც ბაბუამ“, – ამბობს ანრი ჯოხაძე.

ცნობისთვის, 20 აპრილს, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა – აღდგომის დღესასწაულზე მას დის შვილიშვილი – დანიელი შეეძინა.

მაგდა ჯოხაძე: „ჩემი შვილიშვილი თვენახევრით ადრე დაიბადა, პაწაწუნა, მაგრამ ჯანღონით სავსე ბიჭია… ეს იყო წამიერად მისწრებული და გადარჩენილი სიცოცხლე, დედისთვისაც და შვილისთვისაც…“

„კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში, დანიელ“ – ანრი ჯოხაძე დის, მაგდა ჯოხაძის შვილიშვილის უსაყვარლეს კადრს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g