„დინას საქველმოქმედო ფონდი“ სოციალურ ქსელში მოხუცი მამაკაცის შესახებ ჰყვება და ვიდეოს ავრცელებს.
კადრებში ნაჩვენებია ის გაუსაძლისი პირობები, რომელშიც მოხუც მამაკაცს უწევს ცხოვრება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოხუცისთვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო პროდუქტების შესაძენად საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.
„მე მამიკო არ მყავს. დღეს ისეთი რამე ნახა ჩემმა თვალებმა, შოკიდან ვერ გამოვდივარ. ვერ ვიძინებ თითქოს რაღაც მტკივა.
რა მოხდა თქვენ მამიკოებს გაუფრთხილდეთ. ის ხომ უფლის შვილია. ასე მგონია სიზმარში ვარ… ცოცხალ ადამიანს მატლები… შეიძლება გავგიჟდე, რომ მეფიქრება. მადლობა უფალს გოგონამ მომაწოდა ინფორმაცია და აუცილებლად უშველით.
ახლა იმედიანად ვარ. გოგონას დაურიცხე თქვენი დარიცხული თანხა. ხვალ წავა აფთიაქში სქრინებსაც ჩავყრი აქ. მადლობა მეგობრებო გვერდში დგომისთვის. მე აუცილებლად გამოვაცოცხლებ“, – წერს „დინას საქველმოქმედო ფონდი“ სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით ფონდმა კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელა და საზოგადოებას მოხუცი მამაკაცისთვის დახმარება სთხოვა:
„არასდროს ასეთი რამე არსად მინახავს. მეგობრებო ვისაც სურვილი გექნებათ დახმარების იქნებ დაგვიდგეთ გვერდში ბატონ ჯიმშერს მედიკამენტები უნდა შევუძინოთ იქნებ გქონდეს დახმარების სურვილი მხოლოდ მითითებულ ანგარიშზე დარიცხეთ მეგობრებო კომენტარში დაწერილ ანგარიშზე არა. სამ ბანკი# GE56BG0000000525953978 თიბისი. ბანკი #GE28TB7379345063600019“, – წერს დინას საქველმოქმედო ფონდი.
„მითხარი ამხელა ტკივილი რატომ მომაყენე, ხომ იცი ისედაც სულ მტკიოდა გული და არ გიყვარდა როცა ვტიროდი… “ – რას წერს მეგობარი ტრაგიკულად გარდაცვლილ მარი ომანაშვილზე, რომელიც საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით გაიცნო
პოპულარული, ცნობილი ტიკტოკერი, თელაველი მარი – ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
