LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შური შეიძლება ენერგიისა და საწვავის მომცემი გამოდგეს…“ – ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე იმის შესახებ, როგორ გამოვიყენოთ შური საკუთარი თავის განვითარებისთვის

173
გვანცა ბარაბაძე

ფსიქოლოგი და ქოუჩი გვანცა ბარაბაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ შურის შესახებ საუბრობს:

„მარტივი კითხვა შეიძლება დავსვა იმ ადამიანის მიმართ, ვისიც მშურს. ხშირად უბრალოდ მაღიზიანებს, შურს არ ვარქმევ, თუ დავარქვი, კიდევ უფრო გასაგები ხდება ყველაფერი. პირობითად, ჩემში იწვევს გაღიზიანებას, მისი წარმატება არ მიხარია, როცა კარგს გავიგებ, არ მსიამოვნებს, ამ დროს შეიძლება დავუსვა საკუთარ თავს კითხვა, რა აქვს იმ ადამიანს ისეთი, რაც შეიძლება მეც მინდოდეს და არ მაქვს. შეიძლება აღმოვაჩინო, რომ ხასიათის გარკვეული თვისება აქვს, მაგალითად, ჩემზე თავისუფალია, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვერ ვაძლევ, ან კარიერაშია უფრო წარმატებული, ან ურთიერთობაში. მერე უნდა დასვა კითხვა, შენთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია. თუ პასუხი არის კი, შემდეგი კითხვაა, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს შენს ცხოვრებაში რეალურად იქცეს. ეს შეიძლება გახდეს ენერგიისა და საწვავის მომცემი და შურიც კარგად გამოგვაყენებინოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g