ანსამბლი “შვიდკაცა” მორიგი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება. ახალი კომპოზიცია ცნობილ კომპოზიტორს, ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის. ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც რეპეტიციციის პროცესია ასახული. რეპეტიციას თავად კომპოზიტორიც ესწრება. ვაჟა აზარაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “ავტოგრაფი” შედგება.