ფსიქოლოგი ლელა სტურუა გადაცემაში „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” დედა-შვილობის შესახებ საუბრობს.
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ბავშვს მეგობრის ნაცვლად მხარდამჭერი დედა სჭირდება.
„დედა უნდა იყოს შვილის მეგობარი, თანაბარ დონეზე. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია. ბავშვს არ სჭირდება დედის სახით მეგობარი, მას მეგობარი ისედაც ბევრი ეყოლება.
შვილს სჭირდება მხარდამჭერი დედა. ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც მამას უყვარს დედა და ამას გამოხატავს“, – ამბობს ლელა სტურუა.
