პოდკასტის „მამების დრო“ გასული ეპიზოდის სტუმარი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი თედო გოგოლაძე იყო.
სიფხილზე რომ დავიწყე, ამ პროცესს ჩემთან ერთად ოჯახიც იზიარებდა
პოდკასტში სტუმრობის დროს თედო გოგოლაძემ მის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდზე ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა ერთ-ერთი გამოწვევა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ოჯახის როლზე გაამახვილა ყურადღება.
„დამოკიდებულების პრობლემები რომ მქონდა, სიფხიზლე რომ დავიწყე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ეს ოჯახში გავაზიარე და მათაც იცოდნენ.
ადამიანი არავის და ვერავის ხათრით ვერ შეცვლი და ვერ დაანებებ ვერაფერს თავს.
არც გარიყული ვიყავი, ოჯახთანაც გაზიარებული მქონდა და ძალიან მშვიდად მომეცა დაფიქრების, დაღვინების და გაანალიზების მომენტი – [გავიაზრე] ანუ ოჯახს კი არ ვაზიანებ, საკუთარ თავს ვაზიანებ. აქ ოჯახმა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა, არ დაუსვამთ საკითხი ასე – „შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ“.
როდესაც სიფხიზლე დავიწყე, ამ პროცესს ჩემთან ერთად იზიარებდნენ. ჩემი მშობლები არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ რაღაცები დამემალა“, – აღნიშნავს თედო გოგოლაძე.