ახლახან „ევროვიზიის“ ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა ანიტა აბგარიანის ახალი ვიდეორგოლი, რომლითაც ის საქართველოს საბავშვო „ევროვიზიაზე“ წარადგენს.
კონკურსი საქართველოში გაიმართება.
სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა. კომპოზიციის სახელწოდებაა Shine Like a Star, ანუ „იბრწყინე ვარსკვლავივით“.
შეგახსენებთ, რომ ანიტა აბგარიანი „რანინას“ გამარჯვებული გახდა და საბავშვო „ევროვიზიაზე“ მოიპოვა საგზური.
