LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიტყვებს ვერ ვპოულობ…ვერ ვხვდები რატომ არის საჭირო ამხელა ძალადობა, რატომ იმეტებენ შვილის ტოლა ადამიანებს“ – ლელა წურწუმია

242
2024-12-06_01-11-36_306633

ლელა წურწუმია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება და „ტაბულასთან“ ბოლოდროინდელ მოვლენებს განიხილავს.

მომღერლის თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნებია.

„ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმართ, თუმცა ისინი, ვისაც დღეს აქ ვხედავ, არ ვიცი ვინ არიან. არ მგონია, ამ ქვეყნის მოქალაქეები. ვერ ვხვდები, რატომ არის საჭირო ამხელა ძალადობა, რატომ იმეტებენ შვილის ტოლა ადამიანებს. თუნდაც ამდენი დაკავებულები.

ესეთი სისასტიკით ცემა ყოვლად გაუგონარია. რა ვთქვა არ ვიცი. სიტყვებს ვერ ვპოულობ. ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. ჩვენმა თაობამ იცის რაც არის რუსეთი და ვიცით, რა საშინელებაა. რატომ უნდა მოვუსპოთ ჩვენს შვილებს ევროპული მომავალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g