LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სიურპრიზი დევიდს – ბექჰემების ოჯახში სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა

128
page

ბექჰემების ოჯახში სადღესასწაულო განწყობა სუფევს. ვიქტორიამ 31.5 მილიონი ღირებულების ლონდონური სახლის საახალწლოდ მორთვა ნაადრევად გადაწყვიტა და თავის მეუღლეს, სერ დევიდს სიურპრიზი მოუწყო.

„ნაძვის ხე მზადაა. ცოტა ზედმეტადაც კი ვამაყობ, ასეთი დიდი ნაძვის ხე არასდროს გვქონია. წელს ნამდვილად მზად ვართ შობისთვის. მზად ვარ დევიდის რეაქციისთვისაც…“ – დაწერა ვიქტორიამ და ნაძვის ხის მორთვის კადრები გაავრცელა.

მედიაში არ წყდება საუბარი დევიდ და ვიქტორია ბექჰემებისა და მათი უფროსი შვილის ბრუკლინის და მისი მილიარდერი მეუღლის, ნიკოლა პელტცის განხეთქილებაზე. სავარაუდოდ, დღესასწაულს ბრუკლინი კვლავ მეუღლის მშობლებთან ერთად გაატარებს.

Spice Girls-ის ჰიტზე ამღერებული ვიქტორია და კრუზ ბექჰემები – ვარსკვლავური დედა-შვილის ვიდეო მსოფლიო მედიას იპყრობს

ფოტო/ვიდეო: ბექჰემების ოჯახი დიდი მოვლენის წინაშე და შვილი და რძალი, რომლებმაც მათ ზურგი აქციეს – დევიდ ბექჰემი მეფე ჩარლზმა რაინდად აკურთხა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები