მიხეილ ცაგარელი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან სასიყვარულო ურთიერთობაში იდეალურები ერთმანეთისთვის და რომელი ნიშნები ვერ პოულობენ საერთოს ამ მხრივ.
„სიყვარულის პლანეტა არის ვენერა, მაგრამ ნეპტუნი ვისაც აქვს ასპექტირებული ძლიერად პირად რუკაში, მას აქვს არნახული რომანტიზმი და ზეამაღლებული სიყვარული. დიდ პოეტებს, რომლებიც სასწაულებს წერდნენ სიყვარულზე, მათ ჰქონდათ ნეპტუნი ძალიან გაძლიერებული. ზოგი სიყვარულს აიგივებს სექსუალურ ენერგიასთან, ვენერა-მარსის შეერთების შემთხვევაში სიყვარული ვნებასთან არის შეზავებული… არიან ნიშნები, ვისთანაც ურთიერთობა შესაძლებელია და ვისთანაც – არა, თუ ურთიერთობა არ გამოდის, ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია, უბრალოდ, რაღაცები არის გადასალახი. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ კლასიკურ ნიშნებზე და არა მათზე, ვისაც სხვა ნიშნების გავლენა აქვს…“
