LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია?“ – თათია შარანგიას შეკითხვა ფსიქოლოგს და ზურა მხეიძის პასუხი

204
ზურა მხეიძე, თათია შარანგია

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე თათია შარანგიას გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, წამყვანის შეკითხვას, როგორ ფიქრობთ, სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია, დადებითი პასუხი გასცა.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, გრძნობებში ცვლილებას ძირითადად გადაჭარბებული მოლოდინები და იმედგაცრუება იწვევს.

„რა თქმა უნდა, ორივე ემოციას პოლუსები ახასიათებს – უარყოფითი ან დადებითი.

გრძნობებში რადიკალური ცვლილება შესაძლოა იმედგაცრუებამ, მეტმა მოლოდინმა გამოიწვიოს, მეტმა მოთხოვნამ გამოიწვიოს, როდესაც მეორე მხარე ვერ აკმაყოფილებს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ…

როდესაც მეორე ადამიანის მიმართ მოთხოვნებს უსაშველოდ ვზრდით და ის ვეღარ მოგყვება, ჩვენვე გვეწყება იმედგაცრუება და შესაბამისად, უარყოფითი ემოცია [ჩნდება]“, – აღნიშნა ზურა მხეიძემ.

🟡 არის თუ არა სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი? – ზურა მხეიძე

🟡 არის თუ არა სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი? – ზურა მხეიძე 💫 გამოგვყევით ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/tatisharangia7?igsh=MXJyOTBiMWRudnJkcg==

Posted by სთორი/Story on კვირა, 14 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g