პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას, „ჩვენს ოჯახს“ სტუმრობდა, საკუთარ ტრაგედიაზე – შვილის დაკარგვასა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებთან ერთადაც ცხოვრება ისწავლა.
ტარიელ ხარხელაურმა ასევე ისაუბრა პოეზიაზე, რომელიც მას ტრაგედიასთან ერთად თანაცხოვრებაში დაეხმარა.
„არ დამისვამს კითხვა – „რატომ?“, მადლობა ვთქვი, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების წესი, პოეზია შეიცვალა. მინდოდა, რომ ამ ტრაგედიაში ლირიკა შემეტანა, ეს არ უნდა ყოფილიყო აუტანელი, პოეზიად უნდა მექცია და მადლობა უფალს, რომ ამის საშუალება მომცა. შენი პოეზიით, საშველს აძლევ ყველას, ვინც ამ მდგომარეობაშია.
ეს შენი განსაცდელია – მე ჩემი შვილის წინაშე ვალდებული ვარ, რომ მივალ, აღსარება ჩემს შვილს უნდა ჩავაბარო, შემდეგ წარვდგები უფალთან. არ არის იოლი, მაგრამ შესაძლებელია. ეს ტკივილი მხოლოდ შენი არ არის, შენს საკუთრებად არ უდნა აქციო, სხვაც უნდა იყოს თანამონაწილე“, – თქვა პოეტმა და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიყვარულის ეშინია.
„სიყვარულის მეშინია, ვაითუ, ვერ შევძლო, ძალიან რთულია, შენ მიდიხარ ხანჯლის პირზე, მკითხველს შეუძლია, რომ დღეს ბევრი გაპატიოს და ხვალ ამას მოგაგონებს.
ყველაზე მეტად მაშინებს შვილიშვილების, შვილთაშვილების თაობის სიყვარული, უნიჭიერესი თაობა მოდის, ძალიან გასნხვავებული თაობაა, საოცრად აზროვნებენ, საოცარ კითხვებს გისვამენ, სულ გეშინია – ვაითუ, ამ ბავშვებს ცოტა უფრო მეტი ჰგონიხარ, ვიდრე ხარ, ვიდრე უნდა იყო“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.
ვიდეო: ,,სიყვარულით შინაგანი სამყარო სუფთავდება და სიძულვილის ადგილი არ რჩება!…” – ტარიელ ხარხელაური
როგორია ცხოვრება სირთულეებთან ერთად და როგორ ეხმარება პოეზია – ტარიელ ხარხელაური💬„სიყვარულის მეშინია… რთულია… ძალიან რთულია..“ 🔶როგორია ცხოვრება სირთულეებთან ერთად და როგორ ეხმარება პოეზია – ტარიელ ხარხელაური სტუმრად „ჩვენს ოჯახში“❤️ #ჩვენიოჯახი
Posted by ჩვენი ოჯახი on კვირა, 21 აპრილი, 2024