LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიყვარულმა ერთგულება, ურთიერთპატივისცემა მასწავლა.. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, ვინ შეგიყვარებს და ვის შეიყვარებ – ცხოვრების მთავარი ცეკვა „გაღმა ნაპირში“ ვიცეკვე“ – თედო ბექაური

3105
Untitled design

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებულს, თედო ბექაურს გადაცემა „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა, როგორ გრძელდება ცხოვრება პროექტში გამარჯვების შემდეგ და როგორი მამაა თედო ბექაური. თედოს მეუღლე ანი ხუციშვილი აცხადებს, რომ თედო იდეალური მამაა და ყველანაირად ცდილობს შვილს გვერდით დაუდგეს.

„ბავშვობაში ქვიშაში, ტალახში ვთამაშობდი ხოლმე.. მაგრამ, ძირითადად მარტო მიყვარდა ხოლმე თამაში. თვალის პრობლემა რომ მქონდა, სხვა ბავშვები დამცინოდნენ და მერჩივნა, მარტო ვყოფილიყავი..

წარუმატებელმა დღეებმა მომცა იმის საშუალება, რომ ადამიანების სულიერი მდგომარეობა გამეცნო. ვის რა შეუძლია და ფიქრები აქვს. ბევრ პრობლემას შევეჯახე ცხოვრებაში, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ სულიერად და მორალურად არასდროს გავტეხილვარ.

სიყვარულმა ერთგულება, ურთიერთპატივისცემა, გაყოფა მასწავლა.. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, ვინ შეგიყვარებს და ვის შეიყვარებ“, – აცხადებს თედო ბექაური.

კითხვაზე, სად შეასრულე შენი ცხოვრების მთავარი ცეკვა, ფილმში თუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – თედო ბექაური აცხადებს, რომ „ფილმში“.

„პირველი ცეკვა იყო ფილმში „გაღმა ნაპირი“, რომელმაც მომიტანა ზღვა სიყვარული. ამან მომიყვანა ცეკვავენ ვარსკვლავებში“, – ამბობს თედო.

 

როგორი მეუღლე და მამაა თედო ბექაური…

✨ თედო ბექაურის ცხოვრება “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამარჯვების შემდეგ…

✨როგორი მეუღლე და მამაა თედო ბექაური?!

ნანუკა მერლანის სიუჟეტი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on Friday, February 2, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები