როგორც ცნობილია, სკანდალური სასამართლო პროცესი, რომელიც წლობით გაიწელა, 57 წლის ჯონი დეპმა წააგო. მსახიობი ბოლომდე არ ნებდებოდა, გასულ თვეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა ჯონი დეპს განაჩენის გასაჩივრებაზე უარი უთხრეს. საქმე ეხება იმ მონაკვეთს, სადაც ემბერი ჰარდი ჯონი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
სულ ცოტა ხნის წინ, დეპის გულშემატკივრებისთვის იმედისმომცემი ახალი ამბავი გავრცელდა. პოლიციის ოფიცრების ახალი ჩვენებები და აქამდე უცნობი სხეულზე მიმაგრებული კამერის ჩანაწერები ადასტურებს იმას, რომ ემბერ ჰარდი პირველივე დღიდან ტყუოდა, როდესაც განაცხადა, რომ ჯონიმ მას ტელეფონი ესროლა და მასზე იძალადა.
ფარული კამერის ჩანაწერს DailyMail ავრცელებს. ასევე, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრების თქმით, ადგილზე მისვლისას არანაირი ვანდალიზმის და ტრავმის კვალი არ იყო.
მსახიობის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს ფაქტორი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს სასამართლო პროცესისთვის. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.