LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სხვა რომ ვერაფერი გაუკეთოს მშობელმა საკუთარ შვილს, ეს ორი ღერძი მის პიროვნებას წარმოუდგენელ თვისებებს აჩუქებს და განუვითარებს თავის ტვინის ისეთ უბნებს, რომლებიც სხვა ვერცერთ შემთხვევაში ვერ განვითარდება“ – ფსიქოლოგი ანა არველაძე

520
ანა არველაძე

ფსიქოლოგი ანა არველაძე, ხათუნა მუზაშვილის პოდკასტში, დეტალურად საუბრობს სპორტისა და მუსიკის აუცილებლობაზე აღზრდის პროცესში.

ანა არველაძის განცხადებით, სპორტი და მუსიკა არ არის მხოლოდ „წრეებზე ტარება“. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ბავშვის პიროვნულ ზრდაში, რადგან სპორტი – ასწავლის დისციპლინას, გამძლეობას და მიზნისკენ სწრაფვას. დისციპლინა კი სწორედ ის ფენომენალური უნარია, რომელსაც ადამიანი წარმატებისკენ მიჰყავს. რაც შეეხება მუსიკას – ის ეხმარება ემოციურ განვითარებასა და შემოქმედებითი ხედვის ჩამოყალიბებაში.

„დისციპლინაზე მნიშვნელოვანი წარმატების ფორმულა არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს. დისციპლინა ზუსტად ის უნარია და დისციპლინა გამომუშავებადია. სპორტი ეხმარება ყველაზე არადისციპლინირებულ ადამიანსაც გახდეს დისციპლინირებული. ეს არის რაღაც ფენომენალური პროცესი და შესაბამისად, ყველაზე დიდი საჩუქარი რასაკვირველია, მათი ფიზიკური სიჯანსაღე არ უნდა დაგვავიწყდეს.

მშობელი, რომელიც ზრუნავს შვილის ფიზიკურ სიჯანსაღეზე იმიტომ, რომ ფიზიკური სიჯანსაღე არის სწორედ ის ფუნდამენტი, რომელზეც დანარჩენი სიჯანსაღეები იგება, ეს იქნება ემოციური თუ სულიერი და ა.შ. არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. სპორტი და მუსიკა – ეს ორი ძალიან დიდი საჩუქარია. სხვა რომ ვერაფერი გაუკეთოს მშობელმა საკუთარ შვილს, ეს ორი ღერძი მის პიროვნებას წარმოუდგენელ თვისებებს აჩუქებს და განუვითარებს თავის ტვინის ისეთ უბნებს, რომლებიც სხვა ვერცერთ შემთხვევაში ვერ განვითარდება“, – აცხადებს ანა არველაძე.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები