LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – Skoda–ს განახლებული Kodiaq

25
skodakodiaq

Skoda განახლებული kodiaq–ის მიმართ ინტერესის გაღვივებას აგრძელებს. მოდელის პრემიერა 16 აპრილისთვისაა დაგეგმილი და მანამდე ბრენდმა ვიდეოთიზერის გავრცელება გადაწყვიტა.

ვიდეოში ჩანს, რომ ავტომობილმა განახლებული წინა და უკანა ოპტიკა, ფარები და საბურავის დისკები მიიღო. წინამორბედი ყველგანმავალისგან განსხვავებით სიახლეს განსხვავებული რადიატორის ბადეც ექნება.

ვიდეოს დასასრულს Skoda–მ დიზაინერული ექსკიზებიც გაასაჯაროა და დამატებითი დეტალების გაგება სწორედ მათზე დაყრდნობითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ განახლებული Kodiaq–ის პრემიერა ონლაინ–რეჟიმში გაიმართება. კროსოვერი 1,4–დან 2 ლიტრამდე 125 ძალის ძრავს მიიღებს. ჩეხური კროსოვერი ფასი – 78 920 –დან 155 493 ლარამდე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები