სოფი ლორენის ვაჟის, ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია უკვე სამ წელს ითვლის.
რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
მართალია, წყვილი მედიასთან იშვიათად ჩნდება, მაგრამ როგორც კარლო, ისე მარიამი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს საკუთარ სოციალურ ქსელებში.
ამჯერად, მარიამ შარმანაშვილი გვიზიარებს კადრებს ულამაზესი სანაპიროებით გამორჩეულ იტალიის კუნძულ სარდინიიდან.