ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის პოდკასტს სტუმრობს ასტროლოგი სოფია ბზეკალავა, რომელიც საუბრობს მოღალატე მამაკაცების ტიპაჟზე:
„ქალი არის გამრავლების, მოფრთხილების და შენარჩუნების ენერგია, როცა ეს ენერგია დათრგუნულია, რაზე ვსაუბრობთ?! მოღალატე მამაკაცები მოდიან ოჯახიდან, ეს არის დედის დეკლარირება… ბიჭი დედას ირეკლავს. მამაკაცი, რომელიც მუდმივად გარბის პარტნიორისგან, ხან ერთისგან, ხან მეორესგან… ეს ნიშნავს, რომ მას ჰყავს დედა, რომელსაც უნდოდა გაქცევა. დედის ბრალიც არაფერია, არავინ უნდა განვსაჯოთ… მაგრამ დედა რასაც ვერ ბედავს, ბიჭი გაბედავს, მამა რასაც ვერ ბედავს, გოგო გაბედავს…“
