სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი, სოფია კვინიკაძე ახლახან გაბედნიერდა. ის თავის რჩეულთან ერთად საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და ქორწილს არ გადაიხდის, მაგრამ მეგობრებს რესტორანში შეკრებს.
ამის შესახებ მან ახლახან გამომწერებს „სტორიში“ გაუზიარა:
„საქართველოში ქორწილს არ ვაკეთებთ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ვგეგმავ საღამოს რესტორანში შეკრებას, თომა რომ გავაცნო ყველას…“
სოფია თავის რჩეულთან ერთად გადაღებულ ვიდეოსაც გვთავაზობს და საკუთარ გამომწერებს დახმარებას სთხოვს საქორწილო კაბის შერჩევაში.
მას რამდენიმე ვარიანტი აქვს და თავიანთ გამომწერებს კაბას არჩევინებს.
თქვენ რომელ კაბას შეარჩევინებდით ბედნიერი დღისთვის სოფიას?