სოფო ნიჟარაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ემზადება ერთ-ერთი საახალწლო ეთერისთვის, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში იქნება. სოფო სცენას უბრუნდება და როგორც ჩანს, ახალი წლის ეთერისთვის შეგვირჩია სიმღერა, რომელიც მერაბ სეფაშვილისა და მაია ბარათაშვილის რეპერტუარიდან გვახსოვს სახელწოდებით „იძინებს მზე“. სოფო რეპეტიციას მესაყვირე კემოსთან ერთად გადის და შესაბამის ვიდეოს მსმენელსაც უზიარებს.
