3 აგვისტოს, სომხეთში, ერევანში, ჯენიფერ ლოპესის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. პერფორმანსამდე 56 წლის არტისტი ადგილობრივ რესტორანს, Cascade Royal ესტუმრა და ნაციონალური კერძები დააგემოვნა.
ახლახან გამოქვეყნდა იმ კერძების სია, რაც არტისტმა და მისმა გუნდმა რესტორანში დააგემოვნეს.
მან შეუკვეთა ციტრუსის ლიმონათი, დაწურული მაწონი, ყველის ასორტი, ბრუსკეტა ორაგულით, ზეთისხილი, ლავაში და ა.შ… სომხური მედიის ცნობით, ყველაზე მეტად არტისტს სომხური ტოლმა, მწვადი და ბადრიჯანი მოეწონა. საერთო ჯამში სომხური სადილი 37 ათასი დოლარი დაჯდა.
ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესის, UP ALL NIGHT ფარგლებში გამართული კონცერტი სომხეთს საერთო ჯამში, 7 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ თანხაში შედის სასტუმრო, რესტორნები, სცენის მოწყობა და თავად ჯენიფერ ლოპესის ანაზღაურება (2.6 მილიონი დოლარი).
ჯენიფერ ლოპესმა დაბადების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო სიმღერა წარადგინა
„იტალია, მიყვარხარ“ – ჯეი ლოს იტალიური ვოიაჟი დაიწყო – არტისტი ფოტოებს ავრცელებს

