საზოგადოებაში გავრცელებულ აზრზე, რომ სტაფილო და ჭარხალი მოზარდების სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს ექიმი ენდოკრინოლოგი, ნინო ლომთაძე პასუხობს.
როგორც „რუსთავი ორს“ სპეციალისტი ეუბნება ზრდისთვის აუცილებელი პირობებია ფიზიკური აქტივობა, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი და ბალანსირებული კვება.
მან ასევე ისაუბრა სასარგებლო ბოსტნეულის შესახებაც:
„იმისთვის, რომ ბავშვი სიმაღლეში გაიზარდოს და თავისი გენეტიკა ბოლომდე სრულყოფილად გამოიყენოს, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია არა დიდი რაოდენობით ჭარხლისა და სტაფილოს მირთმევა, არამედ ფიზიკური აქტივობა მოწესრიგებული ძილის რეჟიმი და ბალანსირებული კვება.
რაც შეეხება სტაფილოს და ჭარხალს, ალიან კარგი იქნება თუ კვების რაციონში ჩავრთავთ, რადგან მდიდარია ვიტამინებით და მათ შორის სტაფილოც შეიცავს ა ვიტამინს რომელიც სასარგებლოა ზრდის ჰორმონის სტიმულაციისთვის, თუმცა მხოლოდ სტაფილოსა და ჭარხლის მიღება არანაირ გავლენას არ მოახდენს ზრდაზე, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები არ იქნება დაცული“, – ამბობს სპეციალისტი.
👀 მართლა ზრდის თუ არა ჭარხალი და სტაფილო სიმაღლეში?
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025