ბათუმში, სასტუმრო “ლა მერიდიენ ბათუმში” გაიმართა ნანი ბრეგვაძის კონცერტი. ქალბატონ ნანის აკომპანირებას მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და ბენდის წევრები უწევდნენ. ერთ-ერთ მუსიკალურ ნომრად სტუმრებს წარუდგინეს სტეფანესა და ნანი ბრეგვაძის დუეტი სიმღერაზე “ისევ წვიმს”.
მაყურებელი ადვილად აჰყვა სიმღერას და მისი დასრულებისას აპლოდისმენტები არ დაუშურებია.