ნინუცა ორჯონიკიძე ცნობილ ექიმს ლევან ქარაზანიშვილსა და მის მეუღლეს, ქეთი ძიგუას შინ ესტუმრა და მათი ქალიშვილი, მატილდე გაიცნო.
კითხვაზე, როგორი მამაა ლევანი, მისი მეორე ნახევარი პასუხობს: „ლევანი ძალიან კარგი მამაა. ისედაც ვიცოდი ეს, რადგან ლევანს ორი შვილი ჰყავს და ფანტასტიკური მამაა, თუმცა მატილდემ რაღაცები შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში…“
ლევან ქარაზანიშვილი:
„ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შეზღუდვა. იმდენად თბილად და კარგად იყო მუცელში, არ გვინდა მისი მიტოვება და მარტო არ ვაძინებთ, ვანებივრებთ… მისთვის განსაკუთრებული სახელის შერჩევა გვინდოდა და აღმოვაჩინეთ მატილდე…“
ქეთი ძიგუა იხსენებს, რომ ლევანთან ძალიან კარგი მეგობრობა აკავშირებდა, სანამ რომანი ექნებოდათ: „გვეშინოდა საზოგადოების რეაქციის. ძალიან კარგი მეგობრობა გვქონდა და მისი გაფუჭება არ გვინდოდა. საბოლოო ჯამში, დრომაც თავისი ქნა, ჩვენმა ურთიერთობამაც და გრძნობებმაც…“
“სიყვარული” – ამ სათაურით ლევან ქარაზანიშვილმა ულამაზეს მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
ფოტო: ლევან ქარაზანიშვილის მეუღლე მშობიარობის შემდეგ მალევე ბრწყინვალე ფორმაში ჩადგა
ბედნიერი მამის პირველი ვიდეო ქალიშვილთან – ლევან ქარაზანიშვილი მატილდესთან ერთად