LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Subaru–ს პირველი ელექტრონული კროსოვერი Solterra

73
subarusolterra

კომპანია Subaru–მ Toyota–სთან ერთად ელექტრონული კროსოვერი შექმნა და სახელად Solterra დაარქვა. იაპონურმა ბრენდმა პირველი თიზერი გაავრცელა და საზოგადოებას ინტერიერიც გააცნო. Subaru Solterra ბაზარზე მომავალი წლიდან გამოვა.

Solterra–ს დიზაინს განსაკუთრებულს მისი უკანა ფარები და ექსტერიერის შავი დეტალები ხდის. სალონში ცენტრალურ ნაწილს პანელი იკავებს, ზემოთ კი საინფორმაციო–გასართობი სისტემის დისპლეია დაყენებული, იქვეა სენსორული ღილაკები.

მთლიანობაში სერიული ელექტრომობილის ვიზუალი კონცეპტ–ქარის Toyota bZ4X–ითაა შთაგონებული. Solterra „ტოიოტას“ პლატფორმაზეა აგებული.

წინასწარი ინფორმაციით, სიახლე ბაზარზე ორძრავიანი აგრეგატით იქნება წარმოდგენილი და მის სიმძლავრეს მწარმოებელი ჯერ–ჯერობით არ აზუსტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g