11 წლის ნუცა ფრუიძეს უკვე დიდი ხანია, ფართო აუდიტორია კარგად იცნობს. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებით, რომელშიც ნუცა მასწავლებელს განასახიერებს და საოცარ არტისტულ მონაცემებს ავლენს, მან საზოგადოებას ძალიან შეაყვარა თავი.
ნუცა ფრუიძე სატელევიზიო გადაცემების ხშირი სტუმარია, ამჯერად, ის ეწვია გადაცემას „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ და პაროდიასთან ერთად, მაყურებლისთვის ცეკვაც შეასრულა:
„ცეკვაც მიყვარს, ვგიჟდები… სუხიშვილებში ვცეკვავდი, მთელი ცხოვრება ბავშვებს მივანდე, რომ მათ არაფერი დაკლებოდათ, მაგრამ ჩემი წარსული უკან დავტოვე.. კარგ ხასიათზე ვარ და არ მინდა ახლა ტირილი“, – აღნიშნავს პატარა არტისტი და ამბობს, რომ მსახიობობაზე ოცნებობს.
ვიდეო: ,,წარმატებები პატარა მსახიობს, საოცარი გოგოა” – 11 წლის უნიჭიერი ნუცა ფრუიძე ქუთაისიდან
@teleimedi 👩🏫 ნუცა ფრუიძე სტუმრად "ღამის შოუში გიორგი გაბუნიასთან ერთად" #ნუცაფრუიძე #მედეაყიფიანი #გიორგაბუნია #გაბუ #გაბუნია😂 #გაბუნიასშოუ #პატარებისდიდიშოუ #ფორიუზე #foryou #foryoupage ♬ original sound – TV Imedi