გია როინიშვილი გადაცემაში „შუადღე live“ თავისი მამობისა და შვილებისადმი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.
როგორც ის აღნიშნავს, ყოველთვის უნდოდა შვილებისთვის არა მხოლოდ მამა, არამედ მეგობარიც ყოფილიყო.
„არ ვიცი როგორი მამა ვარ … სულ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ის ვერ მივაწოდე შვილებს რა სურვილიც მქონდა. როდესაც პატარები არიან, მაშინ უფრო ადვილია, შემდეგ იზრდებიან თავისი ცხოვრება აქვთ და შენ კი ცდილობ მაინც ბევრი მისცე. მინდა მეგობრები ვიყოთ და არა მხოლოდ მამა-შვილი. არც იმას ვემხრობი, რომ მამას გოგო უფრო უყვარს ვიდრე ბიჭი. ჩემი აზრით ეს შეუძლებელია“, – საუბრობს გია როინიშვილი.
„ჩემი კირა“ – გია როინიშვილი შვილიშვილის ფოტოს გვიზიარებს
