LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სულ უნდათ, უბრალოდ მას იშვიათად ხედავენ, დიდხანს იქ გაჩერება უჭირთ…“ – გიორგი ყიფშიძე ყოფილი მეუღლისა და შვილების ურთიერთობაზე

4208
2026-01-14_01-54-14_408498

მსახიობი გიორგი ყიფშიძე „გვანცას პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ყოფილი მეუღლისა და შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა.

„მამაჩემი მე მახსოვს კინოდან, გადაღებიდან-გადაღებაზე შემოირბენდა სახლში და გარბოდა. მოლანდებასავით იყო, 5-6 წლის ასაკში მამაჩემი თითქოს არ მახსოვს და მინდოდა, ჩემს შვილებთან ეს პირიქით ყოფილიყო. მე მაშინებდნენ ზურათი, მე არ მინდა ბავშვს მამის ეშინოდეს. „მოვიდა გიორგი“ არ მინდა ვიყო. ვცდილობ და სხვა გამოსავალიც არ მაქვს, მთელი დღე ბავშვებთან ვარ.

მაგას ვერ იტყვიან, რომ მამა არ გვყავდაო. – როგორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს დედასთან? სულ უნდათ, უბრალოდ მას იშვიათად ხედავენ. ბოლო პერიოდში 1-2ჯერ წაიყვანა, მაგრამ დიდხანს იქ უჭირთ. დედასაც და ბავშვსაც. ცალ-ცალკე ძალიან მარტივი მოსავლელები არიან, მაგრამ ერთად სასწაულია, ოსკარი უნდა გადასცე ადამიანს, ვინც მათ მიხედავს. – რა არის ის, რაზედაც ძალიან ბრაზდები? ბავშვებმა გადამარჩინეს თავისი არსებობით. მომიწია გადააზრება, გადაფასება.

მივხვდი, რომ სისულელეების დრო აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში რითაც ვიყავი დაკავებული და სასწრაფოდ უნდა მიმეხედა საკუთარი თავისთვის. მადლობელი ვარ, გამოჯანმრთელებული, სულ სხვა მიზნებით, დილის ვარჯიშებით, მაგარია“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.

ცნობისთვის, ერთ წელზე მეტია მსახიობი გიორგი ყიფშიძე ცოლს ენი გასიევას გაშორდა. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში წყვილის პირად ცხოვრებას საჯაროდ ხშირად განიხილავდნენ და წერდნენ, რომ ენიმ შვილები მიატოვა. როგორც ცნობილია მსახიობი შვილებს მარტო ზრდის და მათთან დიდი დროსაც ატარებს.

„ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან… შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც“ – გიორგი ყიფშიძე

„ზოგ ადამიანს რომ ჰგონია, შვილები მივატოვე, მე ამ დროს“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა

ვიდეო: გიორგი ყიფშიძის შვილები ერთ-ერთ ბაღში უფასოდ მიიღეს: „პირველი დილაა, როცა ფანჯრები გამოვაღე და არ ვნერვიულობ, რომ ვინმე გადავარდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g