LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Suzuki–ს კროსოვერმა კრაშ–ტესტი ჩააფლავა

74
maruti-suzuki-s-presso-global-ncap-crash-test-0-1024x555

ასოციაცია Global NCAP-მ მორიგი კრაშ–ტესტი ჩაატარა და ამჯერად მოდელი Suzuki S-Resso გამოსცადა. კროსოვერმა მგზავრების უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა.

ექსპერტების მიერ შერჩეული Suzuki ინდური ბაზრისთვის შეიქმნა და ის უსაფრთხოების მხოლოდ ერთი ბალიშითაა უზრუნველყოფილი. ეს ბალიში მძღოლის მხარესაა განთავსებული და სხვა მგზავრები მწარმოებელს არც გახსენებია.

სპეციალისტებმა საბაზისო მოდიფიკაციის გამოცდა გადაწყვიტეს, რათა შეემოწმებინათ თუ როგორ გაუმკლავდებოდა ავტომობილი წინა მხრიდან დაჯახებას დეფორმირებულ ბარიერთან, 64 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროს.

შედეგად კი დადგინდა, რომ დაჯახების შედეგად მანეკენებმა, რომლებიც მგზავრების როლს ასრულებდნენ, სერიოზული დაზიანებები მიიღეს. გარდა ამისა, Global NCAP–ის სპეციალისტებმა უკან მსხდომი ბავშვების უსაფრთხოებაც შეამოწმეს, დაჯახების ძალამ არც ბავშვების მანეკები დაინდო და სულ სხვადასხვა მხარეს გადაყარა.

სწორედ ამიტომ, ექსპერტებმა კროსოვერის უსაფრთხოება 0 ქულით შეაფასეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g