LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თაკო მელიქიშვილის ახალი სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა: „ეს სიმღერა 10 წლის წინ მანქანაში მომაწოდა ადამიანმა, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია…“

196
თაკო მელიქიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში თაკო მელიქიშვილმა თავის კოლეგასთან, ლევან გულბათაშვილთან ეთერში ახალი სიმღერა წარადგინა.

თაკომ იმის შესახებაც ისაუბრა, რამ შეცვალა მისი ცხოვრება სრულიად – ის ამჟამად ციფრულ ფსიქოლოგიას სწავლობს და მისი თქმით, ადამიანების ამოცნობა ისწავლა: „ჯერ კიდევ ვსწავლობ, მაგრამ ეს პროფესია როლს თამაშობს საკუთარი თავის შეცნობაში, ასევე სხვების დახმარებაში…“

თაკო გარკვეული პერიოდი ეთერიდან გაუჩინარდა, ამის მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა:

„საკუთარი თავი თავიდან აღმოვაჩინე და სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. არ ვნანობ არც ერთ ნაბიჯს ჩემს ცხოვრებაში. მონატრება, რა თქმა უნდა, იყო, საშინელი მონატრება თქვენი, ჩემი შვილების, ჩემი ქვეყნის, მაგრამ ეს ეტაპი რომ არა, ჩემი ცხოვრების ტრანსფორმაცია არ შედგებოდა. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ შემდეგ საფეხურზე ავიდეს. ეს იყო გარკვეული პაუზა, რომელიც ხანდახან საჭიროა, რომ მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და მივხვდეთ, ვინ არის ჩვენთვის ღირებული და ვინ – ნაკლებად…“

რაც შეეხება ახალ სიმღერას, თაკო მისი შექმნის ისტორიას ჰყვება: „12 წლის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა სიდიზე ჩაწერილი მომაწოდა მანქანაში, მოისმინე, ეს ჩემგან საჩუქრადო… მანქანაში ჩავრთე… ამ სფეროში ყველაზე დიდი საჩუქარი სიმღერაა, თუკი მას ადამიანი გაჩუქებს. ეს არ იყო მზა სიმღერა, მაგრამ ძალიან მომეწონა. სხვა ხასიათი ჰქონდა… ამასობაში გავიდა წლები. ეს სიმღერა ორი წლის წინ ჩავწერე. მადლიერი ვარ ამ ადამიანის, ვინც მაჩუქა ეს სიმღერა. მისი ავტორი გახლავთ ბატონი თამაზ მონიავა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა… რომ გავემგზავრე, ორ-სამ დღეში გადმოიგზავნა მეილზე ეს სიმღერა, უკვე გამზადებული. რამდენიმე თვე რომ გავიდა, მაშინ ნახე. მაშინ რომ მომესმინა, უფრო მეტად მომენატრებოდა ის სფერო, რაც მაშინ დავტოვე და წავედი… იმედი მაქვს, მსმენელს მოეწონება ახალი სიმღერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები