„შენი დილის“ ეთერში მომღერალი მარიამ როინიშვილი გამოჩნდა, რომელსაც ბლიცკითხვები დაუსვეს.
მარიამმა გაიხსენა, როგორ უთხრეს დედას, თამრიკო ჭოხონელიძეს, რომ ის სიმღერას ვერ შეძლებდა:
„ის, რაც ჩემზე არ იცით? თურმე, როცა დავიბადე, ძალიან ცუდად ვიყავი. არ იცოდნენ, გამოძვრებოდი თუ არა ამ სიტუაციიდან. დამჭირდა ზონდი… თამრიკოს გინეკოლოგს უთქვამს, ალბათ, სკოლას ოქროს მედალზე დაამთავრებს, მაგრამ სიმღერით ვერ იმღერებს, რადგან იოგები დავუზიანეო. როცა ლაპარაკი დავიწყე, ძალიან ხრინწიანი ხმა მქონდა. თამრიკო მიყვებოდა, ვფიქრობდი, ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობდიო. დღესდღეობით აღარ მაქვს…“