LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თამუნა მუსერიძე: „ორმა ძმამ მოჰკიდა ხელი ნაპოვნ უფროს დას და მამას ჩაუყვანა კახეთში, რომელსაც მიკროინფარქტი დაემართა… იმ ქალს ეკითხებოდა, რატომ არ მითხარი, ორსულად თუ იყავი, იქნებ, ცოლად მომყავდიო…“

456
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე „მამების დროს“ ესტუმრა და ისაუბრა საინტერესო დეტალის შესახებ ბავშვების გაშვილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მამების როლსა და მათ ჩართულობაზე.

თამუნა აღნიშნავს, რომ მამების უმეტესობას ქალები უმალავდნენ, რომ მათგან ორსულად იყვნენ:

„რამდენი ბავშვიც გაშვილებული გვყავს ნაპოვნი, გაშვილებულთა მამების 80-მა პროცენტმა არ იცის შვილის არსებობის შესახებ… ეს ქალები რომ ორსულდებოდნენ, კაცებს არ ეუბნებოდნენ, ისე ხდებოდა ბავშვების გაშვილება. და-ძმა ხვდებოდა ერთმანეთს, დამირეკეს, მოდიო. გავრბოდი… ორმა ძმამ მოკიდა ხელი უფროს დას და კახეთში ჩაუყვანეს მამას, რომელსაც როცა უთხრეს ეს ყველაფერი, მიკროინფარქტი დაემართა და გადაყირავდა… იმ ქალს ეკითხებოდა, მაშინ არც ცოლი მყავდა, არც შვილი და გეკითხა, იქნებ, მომყავდი ცოლადო. ქალებს იმდენად დიდი უნდობლობა ჰქონდათ მამაკაცების მიმართ, ეგონათ, ცოლად არ მოიყვანდნენ… ჩემი აზრით, მაინც უნდა ეთქვათ, რომ რაღაც გადაწყვეტილება ერთად მიეღოთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g