ჟურნალისტი, ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ნანკა გვარის გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ დაბლოკა ბიოლოგიური დედა და რა არის იმის მიზეზი, რომ გაშვილებულ ბავშვებს ურჩევნიათ, მოპარულები იყვნენ, ვიდრე გაშვილებულები…
თამუნა მუსერიძე:
„მე რომ ვყოფილიყავი მოპარული ბავშვი, ჩემთვის ურთულესი იქნებოდა. რატომღაც გაშვილებულ ბავშვებს, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ყველას ურჩევნია, იყოს მოპარული. იქნებ, მოპარული ვარ, იქნებ, დედას ვუნდოდი… ყველას იმედი აქვს, რომ დედას უნდოდა. ჩემთვის, პირიქით, შვება იყო, როცა გავიგე, რომ ვიყავი დატოვებული. ჩემს თავთანაც კიდევ ერთხელ დავადასტურე და გაირკვა, რომ ჩემს ამყვან მშობლებს არ მიუძღვით უდიდესი ცოდვა. ჩემი მშობლები გარდაცვლილები არიან და ვერასდროს გავიგებდი მათგან, იცოდნენ თუ არა, რომ მოპარული ვიყავი. გამიმარტივდა უფრო ამის გააზრება, სხვა დრო იყო, უქმროდ ვერ აჩენდი ბავშვს, გიწევდა შვილის დატოვება.
გაქვს იმედი, რომ დედა დაბრუნდება?
არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ. ჯერ ეს ერთი, „ფეისბუქზე“ დაბლოკილი მყავს. ისეთი მიუღებელი იყო, რომ ამ ქალმა გამომაგდო და მერე ჩემს პოსტებს „ფეისბუქზე“ ათვალიერებდა…“