მომღერალმა თათია კენჭიაშვილმა 3 მარტს გამართულ კონცერტზე მაიკო კაჭკაჭიშვილის მიერ დაწერილი სიმღერა შეასრულა, რომელიც დედისადმია მიძღვნილი.
სიმღერის ვიდეოჩანაწერი მომღერალმა თავად გამოაქვეყნა და კომპოზიტორს დიდი მადლობა გადაუხადა:
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ძალიან ახლოს მოვიდა ჩემს გრძნობამდე და ზუსტად გადმოსცა ის ემოცია, რაც მე მქონდა. მადლობა, მაიკო, ამ შესანიშნავი სიმღერისთვის…“