ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია.
ორნელას თქმით, როდესაც 18 წლის ასაკში ორსულობის შესახებ გაიგო ძალიან დაიზაფრა.
თუმცა მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ შვილი მისთვის ცხოვრების შუქურად გადაიქცა და დღეს საუკეთესო მეგობრები არიან.
„როდესაც ორსულობის შესახებ გავიგე ძალიან დავიზაფრე, რადგან თავად ბავშვი ვიყავი… მაშინ იტალიაში არ იყო დიდად მისაღები მსგავსი შემთხვევები, ყოფილიყავი ასეთი ახალგაზრდა დედა. ბავშვის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მას მომავალი სჭირდება. იმ დროს კი მე საკუთარ თავშიც არ ვიყავი გარკვეული. თუმცა ღმერთი რასაც გიგზავნის – უნდა მივიღოთ. დედამ და დამ ძალიან დამიჭირეს მხარი…ჩემთვის შვილი ცხოვრების შუქურა იყო, მან მომცა საშუალება ყოველთვის სწორ გზაზე დავრჩენილიყავი. დღესდღეობით ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და ყველაფერი კარგად წარიმართა“, – საუბრობს ორნელა მუტი.