ნუცა ბუზალაძე „იმედის“ ეთერში გია ბაღაშვილთან მეუღლის, ამერიკელი აგენტის, დარენ პრინცის გაცნობის ამბავს იხსენებს:
„ეს გამოთქმა, რომ „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“, ჩემზეა… პირადზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ, კარგი ადამიანები თავისით ჩნდებოდნენ ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ძებნის გარეშე. საბოლოოდ, ის ადამიანი, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი გახდა და ძალიან შემიყვარდა, პროექტ „ამერიქან აიდოლზე“ გამოჩნდა. მომწერა თავად, როგორც ცნობილა აგენტმა, ლაივებზეც მგულშემატკივრობდა. როცა შევხვდით, ერთმანეთი მოგვეწონა, როგორც ადამიანებს, ერთმანეთის გული მოგვეწონა. დავიწყეთ მუშაობა, გავაფორმეთ კონტრაქტი, თუმცა სუფთა პროფესიული ურთიერთობა გვქონდა. მეც შეყვარებული მყავდა მაშინ და მასაც. დარენი იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი და მას სხვანაირად არ ვუყურებდი. მან ამერიკაში ძალიან ბევრი რამ გამიკეთა. აშშ-ში გადავედი საბოლოოდ, რადგან მისი დიდი სურვილი იყო, რომ ამერიკაში დავრჩენილიყავი, სულ მეუბნებოდა, რანაირად გინდა აქ დიდი წარმატების მიღწევა, თუ არ დარჩებიო… მაშინ „გრემიზეც“ ვიყავი. საუკეთესო წლების გამოყენება მინდოდა ამერიკაში. როცა გადავედი, ყოველდღიური ახლო ურთიერთობა გვქონდა, ძალიან შემიყვარდა, როგორც კაცი. აპრილიდან დაიწყო ურთიერთობა და ივნისში მთხოვა ხელი…
საქართველოში რომ ჩამოვიდა, გაგიჟდა სამზარეულოზე. ალკოჰოლს საერთოდ არ ეკარება და ღვინო არ გაუსინჯავს. ადამიანებისგან დიდი სითბო დაამახსოვრდა. ჩემი მეგობრები ისე დახვდნენ, რომ მისთვის საქართველოში ყოფნა დაუვიწყარი იყო… სიტყვების დამახსოვრება ძალიან უჭირს და აღარ ვაწვალებ…“
