LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თავის ტკივილის გამო, რამდენი ოჯახი დაინგრა, რამდენმა შვილი ვერ გაზარდა ჯეროვნად, არ გააჩინა კიდევ ერთი შვილი…“: რა არის დაძაბულობის თავის ტკივილი და როგორ ვუმკურნალოთ? – რას ამბობს ორი ცნობილი ექიმი?

1143
გოგიტა გეგელაშვილი, გუგა სიხარულიძე

პროფესორისა და ფსიქიატრის, გუგა სიხარულიძის პოდკასტს ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი სტუმრობდა.

ორმა საზოგადოებისთვის ცნობილმა ექიმმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის – როგორ მოქმედებს სტრესი და ემოციური ფონი ნევროლოგიურ სიმპტომებზე? რატომ არის საჭირო, რომ ფიზიკური ტკივილის მიღმა ვეძებოთ მისი უხილავი, ფსიქოლოგიური ფესვები და
შესაძლებელია, თუ არა, რომ სტრესმა, მუდმივმა დაძაბულობამ და გადატვირთულმა ემოციებმა თავის ფიზიკური ტკივილი დაგვიტოვოს:

გოგიტა გეგელაშვილი: „აბსოლუტურ უმრავლესობას, ადამიანთა მოდგმის უმრავლესობას, სიცოცხლის განმავლობაში აწუხებს დაძაბული თავის ტკივილი“

გუგა სიხარულიძე: „ერთი არის ის 70 პროცენტი, ვისაც ერთხელ ან რამდენჯერმე გადაუტანია თავის ტკივილი, თუმცა, მეორე სტატისტიკაც არის, ქრონიკული თავის ტკივილი“

გოგიტა გეგელაშვილი: „თავის ტკივილი, ეს არის ორი ცუდი ბიჭი, რომლებიც ქუჩაში ერთმანეთს აფუჭებენ. როცა მშობელს არ უნდა რომ იამხანაგონ. „შვილო არ იმეგობრო მასთან, ის ცუდი ბიჭია“

გუგა სიხარულიძე: „ანუ ფსიქიკური პრობლემა, ისეთი როგორიც არის მაგალითად შფოთვა, დეპრესია, ნებისმიერი სხვა – შესაძლებელია პირველად გახდეს მიზეზი, დაძაბულობის თავის ტკივილის“

გოგიტა გეგელაშვილი: „თავის ტკივილის გამო, რამდენი ოჯახი დაინგრა, რამდენმა შვილი ვერ გაზარდა ჯეროვნად, არ გააჩინა კიდევ ერთი შვილი…

ბავშვის მოსწრება, საკუთარი კარიერა, წარმატება და მიუღებელი სიამოვნება, გაცდენილი დაბადების დღეები, არ წასვლა მივლინებაში, არ წასვლა დასასვენებლად და ასე შემდეგ. პაციენტი უნდა იყოს ბედნიერი თუ მას ექიმი არ დაუნიშნავს გამოკვლევებს, მაგრამ ჩუმად იღებენ თავს მერე, შენთან არ მოდიან, რადგან ფიქრობენ, რომ ცარიელი ხელებით რად მინდა მისვლა. ანუ საქართველოში არ სცემენ პატივს ექიმის აზრს…“

Dio magti 5g