„ვკარგავთ მომავალს ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მათთვისაც კი ვინც 20, 30, 50 წლის მერე დაიბადება, ამიტომაც არის ის მუხტი ქვეყანაში, რაც არასოდეს არ ყოფილა”, – ამის შესახებ მსახიობმა და რეჟისორმა, ირაკლი აფაქიძემ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მსახიობი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ თავისუფლების დათმობა შეუძლებელია:
„მეთოდურად თანდათან ვკარგავთ ქვეყანას, მომავალს. ვკარგავთ მომავალს ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მათთვისაც კი ვინც 30-50 წლის მერე დაიბადება, ამიტომაც არის ის მუხტი ქვეყანაში, რაც არასოდეს არ ყოფილა.
ნამდვილის, კარგის სუფთასი, აი ამის განადგურებას ცდილობენ, უნდათ, რომ ბოლომდე ჩაწიხლონ ეს…
მთავარია ადამიანების ტვინში მოხდეს რევოლუცია და ამ ბავშვების ტვინში უკვე მომხდარია ეს…
თავისუფლების დათმობა არის შეუძლებელი“, – თქვა რეჟისორმა.