LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თბილისის ერთ, ძალიან პრესტიჟულ კაფეში „პროფილი“ უნდა გადაგვეღო და როდესაც კესო დაინახეს, გადამღები ჯგუფი უშვერი სიტყვებით გამოაგდეს…კესომ მთხოვა ეს კადრები არ გამომექვეყნებინა“ – რას იხსენებს მაია ასათიანი

1773
2024-09-22_00-16-39_882807

მაია ასათიანი მოკლულ კესარია აბრამიძესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:

„გადაღება გვქონდა თბილისის ერთ, ძალიან პრესტიჟულ კაფეში. რადგან „პროფილი“ ცნობილი გადაცემა იყო, გადაღებაზე სიხარულით დაგვთანხმდნენ. როდესად დაინახეს კესო, ჩვენი გადამღები ჯგუფი უშვერი სიტყვებით გამოაგდეს კაფედან. მათ არ უნდოდათ, რომ ტრანსგენდერი ქალი მათ ტერიტორიაზე შესულიყო. მე რადგან ჟურნალისტი ვარ, გადავწყვიტე ეს კადრები გამესაჯაროვებინა, რაზეც კესარიამ მთხოვა, რომ ეს არ გამეკეთებინა. კესოს არ უნდოდა, რომ მის ტრანსგენდერობაზე რამე უარყოფითი თქმულიყო. ის ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა და პატარა ქალური დეტალებიც როგორ აბედნიერებდა. კესოსნაირი ადამიანები, მმართველმა პარტიამ კანონგარეშედ გამოაცხადა“, – საუბრობს მაია ასათიანი.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ვიდეო: „მინდა, მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო, მე ორივეს ვტირი“ – რა უთხრა კესარია აბრამიძემ ბექა ჯაიანის დედას მკვლელობამდე

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

„ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერე მსგავსი სინანული არავისგან მიგრძვნია… დანარჩენი ღმერთმა იცის“ – რა ისტორიას იხსენებს პეტრე კოლხი

ვიდეო: „ჯაიანი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა, შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო. მეზობლებს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო“ – კესარია აბრამიძის მეგობრები ჯაიანთან ურთიერთობის დეტალებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები