ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საზოგადოების პროტესტზე მსახიობი ლეო ანთაძე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს.
მისი განცხადებით, „თეატრი პროტესტის ავანგარდში ყოველთვის იყო“.
„ეს ტრადიცია გრძელდება“, – აცხადებს ლეო ანთაძე.
„როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ“ – დავით დოიაშვილი
ვიდეო: „ვიცავ როგორც სხვისას, ასევე ჩემს ხვალინდელ დღეს და მომავალს“ – ირაკლი კვირიკაძე
შეგახსენებთ, რომ 24 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადაიდო.
საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მათ შორის არიან მუსიკოსები, მსახიობები.