LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტელეფონზე „სქოროლვა“, განსაკუთრებით დიდი საფრთხეა ბავშვისთვის… მისი ასაკი უნდა გავამრავლოთ ათზე, თუ ბავშვი 3 წლისაა, მან დღის განმავლობაში ეკრანთან 30 წუთი უნდა გაატაროს…“ – რა საფრთხეებზე საუბრობს ინკლუზიური განათლების ექსპერტი

211
თინათინ გობაძე

რა საფრთხეებს შეიცავს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებთან წვდომა?

ინკლუზიური განათლების ექსპერტი, თინათინ გობაძე გადაცემაში, „დილის ტალღა“ ამბობს, რომ ასეთ დროს ბავშვი დამოკიდებული ხდება გაჯეტებზე, შესაბამისად ის აქტივობები, რაც აუცილებელია მისი განვითარებისთვის, ვეღარ იწვევს მის დაინტერესებას:

„ბავშვის ასაკი უნდა გავამრავლოთ ათზე, თუ ბავშვი 3 წლისაა, მან დღის განმავლობაში ეკრანთან 30 წუთი უნდა გაატაროს, თუმცა აუცილებლად მშობლის მიერ განსაზღვრულ თემებზე და არა იმას, რაზეც არჩევანს თავად ბავშვი გააკეთებს.

„სქოროლვა“, განსაკუთრებით დიდი საფრთხეა, რადგან ბავშვის ტვინში ამ დროს იგზავნება სიგნალები და ბავშვის ტვინი ხდება დამოკიდებული, რომ კიდევ მიიღოს ძლიერი სტიმული, რაც ეკრანიდან მიეწოდება, შესაბამისად ბავშვი დამოკიდებული ხდება ძლიერ სტიმულებზე და ის აქტივობები, რაც აუცილებელია მისი განვითარებისთვის, ვეღარ იწვევს მის დაინტერესებას.

ხელს უშლის კონცენტრაციის განვითარებას, სოციალური ემოციური სფეროს განვითარებას და ასევე მნიშვნელოვანს, ესაა მოტორული სფერო…

მშობელს შეუძლია ჩამოტვირთოს აპლიკაცია, რომლითაც აკონტროლებს შვილს, თუ რას უყურებს და რა რაოდენობით“, – ამბობს თინათინ გობაძე.

Dio magti 5g