30 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, თემურ თათარაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოს განმავლობაში შესრულდა ის სიმღერები, რომლებიც მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს მომღერლის რეპერტუარიდან. მსმენელმა გამორჩეულად ისიამოვნა მანანა თოდაძესთან თუ „თეატრალურის კვარტეტთან“, მაია ჯაბუასთან ერთად შესრულებული დუეტებით.
საღამოს კიდევ ერთი სიურპრიზი იყო სცენაზე თამარ გვერდწითელის გამოჩენა, რომელმაც თემურ თათარაშვილთან ერთად ჯემალ სეფიაშვილის ჰიტი „სანთლები“ არაჩვეულებრივად შეასრულა.
კონცერტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ხსოვნას მიეძღვნა.
მასალაში გამოქვეყნებული ვიდეოები ეკუთვნით გიორგი გასვიანს და კოკი ფერაზი ფანგანს.
