LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla Model 3-ს შუა გზაზე ბამპერი მოსძვრა

73
teslomodel3brg

ამერიკელმა ლოგან დერუანამ გაავრცელა ვიდეო, რომელიც მისი ავტომობილის გვერდითი კამერითაა გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ კარგავს „ტესლას“ ელექტროქარი უკანა ბამპერს გადაადგილების დროს.

ბამპერი ავტომობილს მაშინ მოსძვრა, როდესაც მან 15-25 კმ/სთ სიჩქარით პატარა გუბეს გადაუარა. როგორც მძღოლი აცხადებს, ავტომობილი გასულ წელს შეიძინა და ჯერ-ჯერობით მხოლოდ 22,5 ათასი კილომეტრის გავლა მოასწრო.

ამერიკელმა ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გადაიღო და „ტესლას“ დახმარების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მის საშველად არავინ მოსულა. ერთი საათის განმავლობაში ლოგანი ავარიის ადგილზე იდგა და აკვირდებოდა თუ როგორ უვლიდნენ გუბეს სხვა მანქანები და პრობლემაც არავის შექმნია.

„ტესლაში“ ამერიკელს უთხრეს, რომ მსგავსი ინციდენტები ძალიან იშვიათად ხდება და უფრო მეტიც, შესაძლოა ეს უბრალოდ „ღვთის ნება“ ყოფილიყო. თუმცა, მოგვიანებით კომპანია მამაკაცს დაუკავშირდა და ელექტროქარის შეკეთებას დაპირდა.

აღსანიშნავია, რომ „ტესლას“ ავტომობილებს ბამპერები წარსულშიც არაერთხელ დაუკარგავთ და სპეციალისტთა შეფასებით, მიზეზი ელექტროქარის კონსტრუქციაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები