LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla Model X უგზოობაში Fiat Panda–ზე უარესი აღმოჩნდა

50
teslanews45

Youtube–არხზე Carwow უჩვეულო შეჯიბრის ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. კომპაქტური კროსოვერი Fiat Panda Cross და ელექტროქარი Tesla Model X ერთმანეთს უგზოობაში „დააჯახეს“. შედეგები კი ძალიან უცნაური აღმოჩნდა, 83–ძალის „ფიატმა“ ილონ მასკის ქმნილება დაამარცხა.

Tesla Model X მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ავტომობილად ითვლება. ელექტროქარი ყველა შესაძლო ჭკვიანი ასისტენტითაა აღჭურვილი, ასევე უსაფრთხოების სისტემებიც მრავლად აქვს. კროსოვერი მოძრაობაში 422 ძალის ელექტრონულ აგრეგატს მოყავს.

თუმცა, მიუხედავად ყველა ამ მახასიათებლისა, მოდელი კომპაქტურ Fiat panda Cross ვერ გაუმკლავდა. იტალიური 1165 კილოგრამიანი კროსოვერი, ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და მხოლოდ 85 ცხენის ძალა აქვს. ბუნებრივია, მძლავრ ამერიკულ ელექტროქართან შედარებით მას გაბარიტებიც ნაკლები აქვს. თუმცა, მოდელის მთავარი ღირსება მისი კომპაქტურობაა, უგზოობის პირობებში ის ძალიან მანევრული აღმოჩნდა.

კლასიკური შეჯიბრის დროს „ტესლა“ იტალიურ კროსოვერს შანსაც კი არ დაუტოვებდა, თუმცა უგზოობის პირობებში ყველაფერი მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები