LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla Model Y-მ კრაშ ტესტი რეალურ ცხოვრებაში გაიარა

43
teslamodely

სოციალური ქსელის Twitter-ის მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორითაა გადაღებული. კადრში მძღოლის საოცარი შესაძლებლობებია ასახული, მან ექსტრემალურ სიტუაციაში სერიოზულ ავარიას დააღწია თავი. უცნობია თუ რა მომენტში აიღო მძღოლმა მართვა თავის თავზე, თუმცაღა მას ეს რომ არ გაეკეთებინა, მოძრაობის მონაწილეებისთვის კატასტროფული შედეგი დადგებოდა.

ვიდეოში ჩანს, რომ Tesla Model Y გზაჯვარედინს გადის, უკიდურეს მარცხენა ზოლში გადაადგილდება, საკმაოდ მაღალი სიჩქარით. წინ სხვა ავტომობილები არ იყვნენ, ამიტომ ელექტრომობილი სულ უფრო და უფრო ჩქარდებოდა. მოულოდნელად ელექტროქარის წინ სხვა მანქანა გაჩნდა და მისმა მძღოლმა რატომღაც ზუსტად აჩქარებული „ტესლას“ წინ მობრუნება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, „ტესლას“ მძღოლი ძალიან გამოცდილი და მოხერხებული აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები