LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტესლა“ თავისი მფლობელის თვალწინ აალდა

217
teslaburnin2012

აშშ–ში, ტეხასის შტატში, Tesla Model S 85 D–ს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროს მისი მფლობელი ავტომობილთან იდგა და საბედნიეროდ არ დაზარალებულა.

გამოცემა Washington Post–ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ფრისკოში მოხდა. 41 წლის უსმაან აჰმედი თავისი 2015 წლის „ტესლათი“ გადაადგილდებოდა, როდესაც ავტომობილიდან უცნაური ხმები გაიგო.

მამაკაცი მაშინვე დაპარკინგდა, რათა ხმაურის მიზეზი დაედგინა. ამ დროს კი სრულიად მოულოდნელად ავტომობილს აფეთქების ხმა ქონდა და წინა მარჯვენა საბურავიდან ცეცხლის ალები გამოვარდა.

ინციდენტის ადგილთან ახლოს მყოფი მეორე ავტომობილის მძღოლმა შემთხვევის გადაღება შეძლო. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ იწვის ელექტროქარი.

საბედნიეროდ, მეხანძრეები ადგილზე ძალიან სწრაფად მივიდნენ და ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში შეძლეს.

მაშველების აზრით, ავტომობილის მძღოლს ძალიან გაუმართლა. თუკი აალების მომენტში ის სალონში იქნებოდა, გარეთ გამოსვლას ვერ შეძლებდა, რადგან კარები ავტომატურად ჩაიკეტებოდა და შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო.

ავტომფლობელმა კომპანია „ტესლას“ წარმომადგენლები უკვე გააფრთხილა. სავარაუდოდ, ელექტროქარს აკუმულატორი აუფეთქდა. მისი სიტყვებით, მოდელი 60%–ით იყო დამუხტული.

აფეთქების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება. აჰმედს კი გული სწყდება იმაზე, რომ გამოძიებაში „ტესლა“ არანაირ მონაწილეობას არ იღებს და არ ინტერსდება თუ რამ გამოიწვია მისი ელექტროქარის აფეთქება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები